სოციალური მედია კეთილი მიზნებისთვის: Facebook -ის ეფექტური გამოყენებით CIPE ქართულ ბიზნესს შრომის ახალი კანონმდებლობის აღსრულებაში ეხმარება

Kaidlyne Neukam

დღესდღეობით გადატვირთული მედიასივრცის პირობებში,   სოციალური მედიის ეფექტური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვნია იმისათვის, რათა საჭირო ინფორმაციამ სამიზნე აუდიტორიამდე მიაღწიოს.  კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE)  მიერ ორგანიზებული ცნობიერების ამაღლების კამპანია „უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია“ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ამის უზრუნველყოფა.

ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტი „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა შრომითი უფლებების აღსრულების გასაძლიერებლად“ 2021 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებას უზრუნველყოფენ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი და სოლიდარობის ცენტრი ქვემოთ მოცემული სამი ძირითადი პრინციპის მიხედვით. ვიმედოვნებთ, რომ CIPE-ის გამოცდილების გაზიარებით ჩვენ შევძლებთ იმ ჯგუფების გაძლიერებას, რომლებიც ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კორპორატიული ეთიკის ნორმების დაცვა და კერძო სექტორის ჩართულობა.

პრინციპი N1: შეარჩიეთ შესაფერისი პლატფორმა თქვენი მესიჯის გასაგზავნად და აუდიტორია, რომლისთვისაც ეს გზავნილია განკუთვნილი.

CIPE’s Safe Business is Your Choice Facebook group is dedicated to raising awareness, sharing information, and answering questions related to Georgia’s new labor regulations that went into force in 2020.
Facebook ჯგუფი Safe Business is Your Choice (უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია) მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის გაზიარებასა და 2020 წელს მიღებული საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცვლილებების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას.

საქართველოს შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ყველა ადამიანზე ახდენს გავლენას – არ აქვს მნიშვნელობა,  ისინი დამსაქმებლები არიან, დასაქმებულები, პროფესიული კავშირების წევრები თუ სახელმწიფო უწყების თანამშრომლები.  სწორედ ამიტომ, CIPE-ის მთავარ მიზანს წარმოადგენდა რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში.  ამ მიზნით ჩვენს გუნდს უნდა შეერჩია საუკეთესო გზა ფართო აუდიტორიაზე წვდომის მისაღებად.  We Are Social -ის და  Hootsuite-ის მონაცემების მიხედვით,  Facebook აღმოჩნდა ყველაზე ოპტიმალური პლატფორმა, რადგან საქართველოში მას ჰყავს  2.5 მილიონი აქტიური მომხმარებელი მაშინ, როცა Instagram-ის მომხარებლების რაოდენობა არის 940,000 და LinkedIn-ის – 350,000.

საინფორმაციო კამპანიისთვის სწორი პლატფორმის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ სამიზნე აუდიტორიის საკითხიც. მაგალითად, საინფორმაციო  კამპანიისთვის ჩვენ შევარჩიეთ  Facebook და არა სხვა სოციალური მედია, რათა გაგვეზარდა აქტიურობა  ჯგუფში და თავიდან აგვეცილებინა აუდიტორიის დაბნეულობა. Facebook ჯგუფის შექმნისა და გაფართოების შემდეგ,  ჩვენმა აუდიტორიამ იცოდა ის, თუ სად მოეძებნა საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაცია, როგორ დაესვა შეკითხვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სად გაეზიარებინა ინფორმაცია.  ბოლო ასპექტი გადამწყვეტი იყო ჩვენი კამპანიის წარმატებისთვის, რადგან Facebook ჯგუფი Safe Business is Your Choice (უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია) არის ერთგვარი დამხმარე რესურსი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ შეკითხვები შრომის კანონმდებლობის კონკრეტულ ასპექტებთან დაკავშირებით.  მომხმარებლებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ ჯგუფში, დასვან  კონკრეტული შეკითხვები შრომის კანონმდებლობის შესახებ და მიიღონ რჩევა საქართველოში მოღვაწე შრომის სამართლის მოწინავე სპეციალისტებისა და პრაქტიკოსი იურისტებისაგან.

პრინციპი N2: კამპანიის მიმართ ნდობის მოპოვება საწყის ეტაპზე

Mariam Kuchuloria (left), CIPE Program Officer, hosts Beka Peradze (middle), Georgia’s Chief Labor Inspector, and Nato Natenadze (right), Head of Labor Rights Supervision Division, for a virtual discussion on the new labor legislation.
მარიამ ქუჩულორია (ფოტოზე მარცხნივ), CIPE -ის პროგრამის კოორდინატორი, მასპინძლობს ბექა ფერაძეს (შუაში), საქართველოს მთავარ შრომის ინსპექტორსა და ნატო ნათენაძეს (მარჯვნივ), შრომითი უფლებების სამმართველოს უფროსს და განიხილავენ ახალ შრომის კანონმდებლობას.

წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია აუდიტორიის ნდობისა და პატივისცემის მოპოვება ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყების პირველივე ეტაპზე. კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი ამას უზრუნველყოფს შემდეგი გზით:  კითხვა-პასუხის სესიების ფარგლებში,  რომლებიც საინფორმაციო კამპანიის საწყის ეტაპზე იმართება, მომხსენებლებად წარადგენს წარმატებულ და მოწინავე ექსპერტებს. ჩვენს ერთ-ერთ პირველ ღონისძიებაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავდნენ, მომხსენებელი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბექა ფერაძე. ღონისძიებას 300 ადამიანი ესწრებოდა ვირტუალურად. სხვა ღონისძიებებზე ჩვენმა გუნდმა აგრეთვე მოიწვია საპატიო მოსამართლეები, უნივერსიტეტის ცნობილი ლექტორები და ბიზნეს ადვოკატები. ღონისძიებების მსვლელობისას მონაწილეებს შეეძლოთ ექსპერტებისთვის შეკითხვების დასმა, რომელზეც  პასუხს იღებდნენ სესიაზე ან მოგვიანებით Facebook ჯგუფში.

პრინციპი N3: აღმოაჩინე და გამოიყენე შესაძლებლობები, რათა იყო ნოვატორი

Raisa Liparteliani, Vice President of the Trade Union Confederation (left) and Ana Sabakhtarishvili, Chief Executive Officer at the Infrastructure Construction Companies Association (right), participated in the historic roundtable discussion between union and company representatives on April 28.
რაისა ლიპარტელიანმა, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ (ფოტოზე მარცხნივ), და ანა საბახტარიშვილმა, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა (ფოტოზე მარჯვნივ), 28 აპრილს მონაწილეობა მიიღეს პროფკავშირებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის გამართულ ისტორიულ შეხვედრაზე მრგვალი მაგიდის გარშემო.

კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში  კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრმა საჯარო დისკუსიები გამართა საქართველოს შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებულ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ბიზნეს საზოგადოებამ წამოჭრა. მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, გენდერული საკითხი, ღიაობა,  მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია. აღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის,  ბევრი ღონისძიება, დასახელებული საკითხების ირგვლივ, პირველად გაიმართა ოფიციალური ფორმატით.

მაგალითად, 28 აპრილს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პირველი დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო, რომელშიც პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიება იყო დიალოგის პირველი პრეცედენტი ისტორიულად განსხვავებული პოზიციის მქონე მხარეებს შორის, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საერთო გზის გავლა მოუწევდათ  ახალი შრომის კანონმდებლობის რეგულაციების აღსრულების მიმართულებით. გარდა ამისა, შრომის კანონმდებლობის ახალი რეგულაციების შესახებ CIPE-მა გამართა რამდენიმედღიანი ონლაინ ტრენინგები 30-ზე მეტი ბიზნეს ასოციაციისთვის საქართველოში და ხელი შეუწყო დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებს, რათა მხარეები გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა თანამშრომლობა დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის.

დასკვნა

საინფორმაციო კამპანიის დაწყებიდან 6 თვეში 1 300 ადამიანზე მეტი გაწევრიანდა საინფორმაციო კამპანიისთვის შექმნილ Facebook ჯგუფში და ეს მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, ჩვენმა გუნდმა გამოაქვეყნა ორი ვიდეო (12) საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით; ორივე მათგანი გავა საქართველოს ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში, რათა უფრო დიდი აუდიტორია მოიცვას  საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში. აღნიშნული ვიდეოების აუდიო ვერსია ასევე გაცრცელდება საქართველოს რადიო სადგურების ეთერში. უახლოეს თვეებში კიდევ სამი ახალი ვიდეო გამოვა.

აღნიშნულმა საინფორმაციო კამპანიამ საქართველოში ბევრ დაინტერესებულ მხარეს მოუტანა სარგებელი.  ამ საკითხს ჩვენი ჯგუფის წევრი ეკა ქარდავა შეაჯამებს, რომელიც აგრეთვე იყო მომხსენებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირების თემაზე.

“საქართველოში ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, როგორიცაა „უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია“ ფართო საზოგადოებამ, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ობიექტური,  მიუკერძოებელი და ზუსტი ინფორმაცია მიიღეს შრომითი უფლებების დაცვასა და პასუხისმგებლობის შესრულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეთიკური და მოსახერხებელია ის ფაქტი, რომ კამპანია ხორციელდება სოციალური პლატფორმის საშუალებით, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ექსპერტს ან ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს კამპანიის მიზნის მიღწევაში არადისკრიმინაციული გზით, ყოველგვარი ბარიერების გარეშე.“

საინფორმაციო კამპანიის „უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანიას“ განხორციელება დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულამდე. თუ გსურთ ჩაერთოთ კამპანიაში, გაწევრიანდით  Facebook ჯგუფში და დაუკავშირდით მარიამ ქუჩულორიას  (mkuchuloria@cipe.org) ან კეიდლინ  ნეუკამს  (kneukam@cipe.org), CIPE -ის სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტს. გარდა ამისა, გამოიწერეთ  CIPE-ის ევროპის და ევრაზიის საინფორმაციო ბიულეტენი და მიიღეთ სრული ინფორმაცია კამპანიასთან დაკავშირებულ სიახლეების შესახებ.

*პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100%  ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს $580,000 დოლარს.  აღნიშნული მასალა აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას  ან პოლიტიკას და  არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას.

Published Date: September 16, 2021